суббота, 19 декабря 2009 г.

1.პროექტის სახელი: ,,ერთად შევქმნათ ჩვენი სკოლის მწვანე აფთიაქი,,
2.პროექტის მოკლე აღწერა: 1-2 წინადადებით: მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოში სამკურნალო მცენარეების ბაღის გაშენება და მწვანე აფთიაქის შექმნა.
3.პროექტის სრული აღწერა: I ეტაპი: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სამკურნალო მცენარეების, მათი მოვლის, გამრავლების, სამკურნალო თვისებების გამოყენების შესახებ.
II ეტაპი: პროფესიონალი მებაღის მოძებნა და მისგან კონსულტაციების მიღება შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.
III ეტაპი: მოსწავლეები გააცნობენ თავიანთ იდეას სკოლის ადმინისტრაციას, სთხოვენ დახმარების აღმოჩენას.
IV ეტაპი: სკოლის ტერიტორიაზე შეარჩევენ ნაკვეთს ბაღის გასაშენებლად.
V ეტაპი:ნაკვეთის გასუფთავება ადგილობრივი ძალებით.
VI ეტაპი:ნაკვეთის დამუშავება, ნოყიერი მიწით გამდიდრება.
VII ეტაპი: გარემოს დაცვითი ორგანოების დახმარებით სამკურნალო მცენარეენის თესლებისა და ნერგების შეძენა.
VIII ეტაპი: სამკურნალო მცენარეების ბაღის გაშენება.
IX მცენარეების მოკრეფა საჭირო დროს,მათი დაფასოება-დახარისხება და მვანე აფთიაქის შექმნა.
4.მოსწავლეთა ასაკი: VIII კლასი
5.ვადები ხანგრძლივობა: 1 წელი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული მასალების პრეზენტაციები,
დისკუსიები, მოსწავლეებს შორის ფუნქციების განაწილება.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას: სკოლის მიმდებარე გამოუყენებელი ტერიტორიის ათვისება, სამკურნალო მცენარეების ბაღის გაშენება, მოძიებული და გადამუშავებული მასალების სკოლის საიტზე განავსება. ბაღის სასწავლო პროცესში გამოყენება, გაკვეთილების ჩატარება, კვლევა, მწვანე
აფთიაქის საჭიროებისამებრ გამოყენება.
8.სარგებელი სხვებისთვის: მოძიებული მასალების გამოყენება, მწვანე აფთიაქის საჭიროებისამებრ გამოყენება.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.პროექტის პარტნიორები:მებაღე, გარემოს დაცვითი ორგანიზაცია.
11.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლოგეგმასთან კავშირი:
საბუნებისმეტყველო საგანთან -ბიოლოგიასთან.
* მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის და პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები.
* ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ.
* ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ.
* თანამშრომლობის სურვილი.
ბუნ.VIII.4. მოსწავლე ორგანიზმის მრავალფეროვნებას უკავშირებს ევოლუციის პროცესს:
* მოიპოვებს მასალას კულტურული მცენარეებისა და შინაური ცხოველების ჯიშების წარმოშობისა და გავრცელების შესახებ, ამზადებს რეფერატს.
* აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედების შესახებ, მსჯელობს შედეგებზე და გამოთქვას მოსაზრებას პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ.
12. პროექტის ფასილიტატორი: 122-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და გეოგრაფიის პედაგოგი ხათუნა აბრამია
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: khatuna.abramimia@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგიhttp://abramia.blogspot.com/